Posts

მე-9 დღე გდავხედეთ ჩვენს პორტფოლიოებს ,დავასრულეთ ნამუშევრები და მოვამზადეთ   წარსადგენად.   ავტვირთეთ ჩვენი ნამუშევრები დისკზე.  გავაზიარეთ ჩვენი ნამუშევარი ინტერნეტში, რომ ყველამ შეძლოს მისი ნახვა და წაკითხვა ბლოგზე  გავაკეთეთ ჩანართი "ჩემი პორტფოლიო".
დღე მე-8 ვიმუშავეთ მე-7 მოდულზე-ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.  1-ლი აქტივობით გავეცანით პროექტის მახასიათებლებს. მე-2 აქტივობით გავეცანით წარმატებული სასწავლო პროექტის განხორციელებას. გავარკვიეთ რა მასალები უნდა გვქონდეს პროექტის დასასრულს საქაღალდეში.. ამის მიხედვით მოვაწესრიგებ ჩემს პორტფოლიოს.მსგავსად, შევაფასებ მოსწავლეების საქაღალდეებს სასწავლო პროექტის დასასრულს.
დღე 7 ვიმუშავეთ მე-6 მოდულზე. 1,2,და3 აქტივობებზე. ყველა მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინება საშუალებას მოგვცემს,რომ მოსწავლეები წარმატებით ჩავრთოთ თემაზე მუშაობაში.გავეცანით დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკაში გავრცელებულ ოთხ დონეს.სასწავლო რესურსების ჩანართში ვნახეთ მრავალფეროვანი მასალა მოსწავლეთა მხარდაჭერისათვის.გავარკვიეთ ტექნოლოგიების გამოყენებით როგორ შევუწყო ხელი განსხვავებული საჭიროებების მქონე , არამშობლიურ ენაზე მოსაუბრე და განსხვავებული ნიჭით გამორჩეულ მოსწავლეებს.   განვსაზღვრე, რომელი შაბლონი, ფორმა ან დოკუმენტი გამოვიყენო ჩემს პროექტში. შევქმენით მასწავლებლის პრეზენტაცია და ვისწავლეთ პრეზენტაციის ბლოგზე ატვირთვა.   დღე საკმაოდ დატვირთული და რთული იყო, მაგრამ მიღებული ცოდნა გამომადგება სამომავლოდ.

ჩემი პროექტის პრეზენტაცია

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

დღე მე-6 ვიმუშავეთ მე-4 მოდულის პირველ, მე2, მე-3 და მე-4 აქტივობებზე,გავეცანით სასწავლო ნიმუშების შექმნას.   ვიმსჯელეთ, თუ როგორ გამოვიყენებთ ჩვენი პროექტის დამუშავებაში ინტერნეტს, როგორ უნდა ვასწავლო მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრტხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება.შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია ჩვენს თემაზე.   ტრენინგზე ამ დღეს შესწავლილი საკითხებს გამოვიყენებ პროექტის განხორციელების დროს.   დიდი მადლობა ტრენერს ხათუნა ლორთქიფანიძეს, რომელიც ძალისხმევას არ იშურებს საკითხების კარგად შესასწავლად.
დღე მე-5 ვიმუშავეთ მე-3 მოდულზე.კავშირები.გავეცანით სტრატეგიების და მიზნების რუბრიკას,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკას, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას. აქტივობა 2-ში განვიხილეთ ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება.ხოლო აქტივობა 3-ში- ინტერნეტის გამოყენება კვლევისათვის.ვნახეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი. მოდული 4-ის მიხედვით შევისწავლეთ  სასწავლო ნიმუშების შექმნა.ტრენერი ქალბატონი ხათუნა ლორთქიფანიძე დიდ ყურადღებას და ძალისხმევას იჩენს საკითხების კარგად შესასწავლად. დიდი მადლობა მას ამისათვის. ყველა აქ შესწავლილი საკითხი დიდად დამეხმარება ჩემს მიერ დაგეგმილი სასწავლო პროექტის მომზადებისა და განხორციელების დროს.