დღე მე-5 ვიმუშავეთ მე-3 მოდულზე.კავშირები.გავეცანით სტრატეგიების და მიზნების რუბრიკას,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკას, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას. აქტივობა 2-ში განვიხილეთ ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება.ხოლო აქტივობა 3-ში- ინტერნეტის გამოყენება კვლევისათვის.ვნახეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი. მოდული 4-ის მიხედვით შევისწავლეთ სასწავლო ნიმუშების შექმნა.ტრენერი ქალბატონი ხათუნა ლორთქიფანიძე დიდ ყურადღებას და ძალისხმევას იჩენს საკითხების კარგად შესასწავლად. დიდი მადლობა მას ამისათვის. ყველა აქ შესწავლილი საკითხი დიდად დამეხმარება ჩემს მიერ დაგეგმილი სასწავლო პროექტის მომზადებისა და განხორციელების დროს.
Comments
Post a Comment